ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“რა ხდება ისრაელ-პალესტინის ომში ამ მომენტისთვის?– ისრაელი განაგრძობს ღაზას სექტორის დაბომბვას;– თუმცა, ჯერ არ დაწყებულა სახმელეთო ოპერაცია;– ისრაელში ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ხვდება ისრაელისა და პალესტინის (არა “ჰამასს”) ლიდერებს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა ისრაელის მიმართ;– დღესვე ლიბანში ჩადის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი;– ღაზას სექტორში მუშაობა შეწყვიტა ერთადერთმა თბოელექტროსადგურმა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა (მას გაუთავდა საწვავი);– ეგვიპტე უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ხსნის საზღვარს ღაზას სექტორთან (კაირო ეჭვობს, რომ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად შეიძლება ქვეყანაში შევიდნენ “ჰამასის” მებრძოლებიც);– ღაზაში მძევლად რჩება 97 ადამიანი;– ამ მომენტისთვის შედარებით სტაბილური სიტუაციაა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე;– იზრდება მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს. ისრაელში დაღუპულია 1 300, დაჭრილია 3 400 ადამიანი, პალესტინაში 1 354 (+1 500 “ჰამასის” მებრძოლი) და დაჭრილია 6 049 ადამიანი.”
კომენტარები