რონდელის ცენტრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
,,რა ხდება ისრაელ-პალესტინის ომში ამ მომენტისთვის?
– “ჰამასი” რაკეტებს უშვებს ისრაელის მიმართულებით. საპასუხოდ, ისრაელი ბომბავს ღაზას სექტორს;
– შედარებით მცირე მასშტაბის საბრძოლო მოქმედებებია ლიბან-ისრაელის საზღვარზე (თუმცა, მსხვერპლი აქაცაა);
– ისრაელში ელოდებიან ბაიდენის ვიზიტს. სავარაუდოდ, ამ ვიზიტის შემდეგ დაიწყება სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში;
– ვაშინგტონმა შესაძლოა 2 000 ამერიკელი სამხედრო გაგზავნოს ისრაელში;
– ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთა უმეტესობამ დატოვა საცხოვრებელი ადგილები და სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლა. თუმცა, აქ ისინი ჰუმანიტარულ პრობლემებს აწყდებიან;
– ეგვიპტეს კვლავ ჩაკეტილი აქვს საზღვარი ღაზას სექტორთან;
– ირანი აფრთხილებს ისრაელს, რომ მისი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ამან კი არსებული კონფლიქტი შეიძლება დიდ რეგიონულ ომში გადაზარდოს;
– “ჰამასის” ტყვეობაში რჩება მინიმუმ 199 მძევალი;
– იზრდება მსხვერპლი ორივე მხარეს: ისრაელში დაღუპულია 1 400-ზე მეტი ადამიანი, 4 121 კი დაჭრილია; ღაზას სექტორში დაღუპულია 2 837 (პლიუს “ჰამასის” მებრძოლები) და დაჭრილია 10 850 ადამიანი.”
კომენტარები