სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტი მთიან ყარაბაღში, რომელიც 27 სექტემბერს განახლდა, კვლავ გრძელდება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო ოპერაციები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა აღდარას მიმართულებით, მადაგიზის გარშემო “მტრისგან მნიშვნელოვანი სიმაღლეები გაათავისუფლეს“.
“ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას მუროვის მთაზეც აკონტროლებენ“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში, სომხური მხარის 5 ჯავშანმანქანა, 3 სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტი და პირადი შემადგენლობის დიდი რაოდენობა გაანადგურეს.ასევე დაგაინტერესებთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
“კოტაიკისა და გეგარკუნიკის ცაში მოწინააღმდეგის 4 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. იყავით მშვიდები და თავდაჯერებულები, ჩვენ გავიმარჯვებთ ,“- წერს ნიკოლ ფაშინიანი “ფეისბუქში“.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის, არტაკ ბეგლარიანის ინფორმაციით კი, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 11 და დაჭრილია 60-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ბეგლარიანის თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
“დაღუპულია 11 და დაჭრილია 60-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, აქედან 42 – მძიმე მდგომარეობაშია,“- აღნიშნა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებების დამცველმა
ამბები.ჯი
კომენტარები