გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია. თუ აღარ არის მნიშვნელოვანი, ვინმემ ახსნას რატომ იყო მნიშვნელოვანი რამდენიმე თვე და ახლა რა შეიცვალა.
თუ შეთანხმება ვერ ხდება, მე მაინტერესებს რატომ ვერ ხდება. მეტიც, ვთვლი რომ ეს საჯაროდ არის ასახსნელი.
მე მეჩქარება ამ პროცესის დასრულება (იმედია შეთანხმებით), რომ გაურკვევლობა დასრულდეს და კამპანია დავიწყო“.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მსჯელობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამ საკითხზე საუბრობენ, ბოლო დროს გახშირდა აქცენტები, რომ საუბარი ნაადრევია.
კომენტარები