აღმოჩნდა,რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბაჩანა ლობჟანიძე მონაწილეობას იღებდა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში – ამის შესახებ კომპანია ZAG-ის იურისტმა, ქეთევან მირიანაშვილმა “მთავარი არხის” ეთერით განაცხადა.
იურისტის თქმით, მას აინტერესებს, რომ რატომ იყო საქმეში მოწმის სტატუსით მყოფი ბაჩანა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, მისული, როგორც სპეციალისტი.
“ადამიანი, რომელიც გამოჩნდა გუშინ. აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მონაწილეობას იღებდა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში. მისული იყო სამხარაულში ექსპერტიზაში, როგორც სპეციალისტი. რამიშვილმაც თქვა,რ ომ იყო ჩემთან ერთადო. უბრალოდ, მაინტერესებს, ადამიანი რომელიც არის საქმეში მოწმის სტატუსით, რანაირად ხდება, რომ ექსპერტიზის ბიუროში მიდის და ელემენტარულად, შემხებლობა აქვს, რამენაირი ფორმით, ნებისმიერი სტატუსით. იმ ვითარებაში , როდესაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის და ყველას მიმართ “
კომენტარები