“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა:
“არავის ეშინია მათი. ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე. არ ვაპირებთ ძალადობას, მაგრამ თავდაცვაზე უარს ვერ ვიტყვით. როცა უსამართლოდ გესხმიან თავს, ყველამ უნდა მიიღოს შესაბამისი პასუხი. არანაირი შეურაცხყოფა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, იყო მხილება და ფაქტები, ამ მხილებაზე ჰქონდათ “ოცნების” ცალკეულ დეპუტატებს ძალადობის მცდელობა. მე მზად ვარ, ინტელექტუალური შეჯიბრისთვის, რომ მათ ტელევიზიებში ვისაუბროთ 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე, ქვეყნის პერსპექტივაზე, ასევე, ჰქონდათ სურვილი სხვა ფორმატში შეხვედრის და არც მაგაში მაქვს წინააღმდეგობა. საქართველოს დასაცავად მზად ვარ ყველაფერზე. გავიდეთ, დავილაპარაკოთო – “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ხალხის ძალის” წევრები იძახდნენ, მესმოდა უკნიდან, რომ გარეთ აპირებდნენ საქმის გარჩევას. მე მზად ვარ, გამოსული ვარ, თუ უნდათ დავილაპარაკოთ.
რაც შეეხება ანგარიშს, იყო ბოლშევიკურ პათოსში. მარტივი კითხვა არსებობს, თუ ასე კარგად არის ყველაფერი, რატომ გარბიან საქართველოს მოქალაქეები?!”
ვიდეო – ჩხუბი პარლამენტში – “ოცნება” და “ხალხის ძალა” პაატა მანჯგალაძეს დაუპირისპირდა
კომენტარები