ჯახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ჩატარებული სამუშაოები მოინახულა და მედიასთან განაცხადა:
“ჭავჭავაძეზე შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერებით სასეირნოდ და მთლიანობაში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკრძალავთ კერძო ავტომობილებით გადაადგილებას, პირიქით, ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი. ის უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, პოპულარული და ყველაზე სწრაფი დედაქალაქში
ჭავჭავაძის გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც სასიამოვნოა გადაადგილება და ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმელებით გადაადგილდება”,
კომენტარები