პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს ობიექტურობა და აღიაროს, რომ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესისთვის გზის გახსნაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გახარიას ნაბიჯმა.
ზურაბ ჟვანიას შემდეგ ასეთი პოლიტიკური კლასი არავის უჩვენებია.
არა აქვს მნიშვნელობა მისი მოტივების განხილვას, შედეგი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია.
ჩემი აზრით, ისიც დადასტურდა, რომ არც 20 ივნისს გაუცია ბრძანება. მას ეს “კომპრომატი” ხელისუფლებამ ჩაუდო და ეგონა რომ ამით მართავდა.
ამ დაუმსახურებლად ამბიციურ, ფობიებით, კომპლექსებით და უპრინციპობით გაჟღენთილ გარემოში კიდევ დიდხანს გაძლო….”
კომენტარები