ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
„რა მაინტერესებს იცით, ამ ჭკვიანებმა პარლამენტის თავმჯდომარე როგორ აირჩიეს?
პარლამენტის რეგლამენტის 107 მუხლის 6. პუნქტის თანახმად – “პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორმა მესამედმა. ” !
პარლამენტმა კი ცნო 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება, მაგრამ სხდომაზე რეგისტრაცის გადიოდა 88-89 კაცი. პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორი მესამედი კი 100 დეპუტატია.
შესაბამისად, თუკი პარლამენტის რეგლამენტის 107 მუხლის მე-6 პუნქტი გვეუბნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, რეგისტრაციას გაივლის პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორი მესამედი, ანუ 100 დეპუტატი, გამოდის, რომ დღეს პაპუაშვილი რეგლამენტის თანახმად არ აურჩევიათ პარლამენტის თავმჯდომარედ, რადგანაც დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია 88 პარლამეტარმა გაიარა. ვიმეორებ, გამოდის, რომ რეგლამენტის თანახმად პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, მისი, თავმჯდომარეობით მიღებული ყველა გადაწყვეტილების კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.“
კომენტარები