ხობში 30 წლის ქალი, ელისო ლომაია, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა.
სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ “დექსამეტაზონი” დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში 2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.
ელისო ლომაიას 2 დღეში დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.
ახლობლები ვარაუდობენ, რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და ამბობენ, რომ მათი აზრით, დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია.
ოჯახის ახლობლების თქმით, სასწრაფო დროზე რომ მისულიყო გამოძახებაზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები