პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
ბევრი მიმართულებით ვამჩნევ ქვეყანაში კრიზისს, არა მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ევროპარლამენტი და სხვებიც ხედავენ ბევრი მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური კლასის კრიზსს.
ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც თამაშობენ, ერთმანეთის ჭამაში გაჰყავთ დრო, არასერიოზულად ექცევიან ბატონ დენილესონს, მაღალი რანგის წარმომადგენელს ევროკავშირიდან და დაიღალა ეს ხალხი. ბატონი დენილესონი ჩამოვიდა, იმეცადინა, გაერკვა ამ ქართულ უბადრუკ პარტიებში, მათი მოთხოვნები დააკავშირა ერთმანეთს და ორჯერ ხელცარიელი წავიდა აქედან. ეს ძალიან ცუდად აღიქმება.
პოლიტიკური კლასის კრიზისზე მიანიშნებს ბატონი გახარიას ამბავიც, დღეს აღტკინებულია ჩვენი საზოგადოება, მესამე ძალა გამოჩნდა. რა მესამე ძალა? ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჯდომით ხომ არ იქმნება მესამე ძალა? ახალი პარტიის დარეგისტრირებით ხომ არ იქმნება მესამე ძალა? მესამე ძალა, მეოთხე, მეხუთე ძალა იქმნება იდეოლოგიურ, შეხედულებათა მრავალფეროვნებით. როგორც ღარიბაშვილია, თურნავაა ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრე, იმავე დოკუმენტზე არის გახარიას ხელმოწერა. ნამახვანის პროექტი გააცოცხლა სააკაშვილმა, ანუ ამ პროექტს ხელს მოაწერს ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს იდეურად მსგვასი, გაჭრილი ვაშლივით რომ ჰგვანან ერთმანეთს ისეთი პარტიები, უბრალოდ დაობენ მანდატებზე და ვინ დაჯდება საჭესთან იმაზე. გახარიას გუნდმა სრულიად არასერიოზული შთაბეჭდილება დატოვა. რაღაცით განსხვავებული ხომ უნდა იყო, რაღაცით ხომ უნდა გამოირჩეოდე წინა გუნდისგან? გახარიას აქვს ფული, ავტორიტეტი და ამით შეიძლება გავიდეს ფონს, მაგრამ ყველა პარტია ერთნაირად ფიქრობს.
კომენტარები