ჟურნალისტი, დავით გამცემლიძე:
“ჩვენს სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომხეთთან ოფიციალური მოლაპარაკებები დააანონსა ურთიერთობათა ნორმალიზების მიზნით. კერძოდ, იგულისხმება, რომ დაინიშნებიან ოფიციალური წარმომადგენლებიორივე მხრიდან.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის და არც ოდესმე ყოფილა.
სსრკ დაშლა, – როდესაც თურქეთმა სცნო ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, – დაემთხვა ყარაბაღის ომს. საზღვარი სომხეთსა და თურქეთს შორის ჩაკეტილია თურქეთის ინიციატივით.
ამ გადაწყვეტილებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მესიჯს უგზავნის პუტინს, რომ სომხეთს შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა.
ეს არის 3+3 ფორმატის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი
ასევე პირველი ნაბიჯი იქნება ერევან-ანკარას ან ერევან-სტამბულის ავიარეისების დანიშვნა
რამდენად გამოვა ეს ამბავი, სხვა საკითხია. მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გაიმართება.”
კომენტარები