საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაივანის დედაქალაქ ტაიპეში დაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს დიდი რაოდენობით სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა ჰყავს მობილიზებული სანაპიროზე – ტაივანის გადასწვრივ – მაინც ამ ეტაპზე არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, პეკინს რუსული წარმოების სუ-35 ტიპის თვითმფრინავები ჰყავთ აშვებული. საპირისპიროდ, ტაივანის საჰაერო ძალები “მირაჟის” ტიპის გზაგადამჭრელ-გამანადგურებლებით აკონტროლებენ ცას.
ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები მობილიზებულები არიან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მზად არიან უპასუხონ ჩინეთის მხრიდან სამხედრო აქტს. აქვეა ამერიკული ავიამზიდიც, რომელიც განხილულია, როგორც მოცურავე სამხედრო ქალაქი.
აშშ-მ პელოსის აღნიშნული ვიზიტით პეკინსა და ავტოკრატიულ რეჟიმებს მიანიშნა, რომ დაშინება მის წინააღმდეგ ნაკლებად მუშაობს და რომ ამ ეტაპზე პეკინის მუქარა მორიგი “უკანასკნელი გაფრთხილებაა”.
კომენტარები