ბიზნესსფეროს წარმომადგენლები იმ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ, რისი ატანაც შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს უწევთ, რადგან ერთჯერადად ჩარიცხული 200 ლარი საკმარისი არ არის. ისინი ტურისტული ადგილების, სამთო კურორტებისა და რესტორნების გახსნას ითხოვენ. ეკონომიკურმა სექტორმა მთავრობას ოთხპუნქტიანი გეგმა გაუგზავნა:
“საერთოდ აპოლიტიკურები ვართ, რა მინდა მე რესტორატორს გარეთ, კანცელარიასთან, ჩემთვის უნდა ვაკეთებდე საქმეს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი თანამშრომლები და ჩემ გარშემო უამრავი ადამიანი რესტორატორები ახალწლებზე დარჩენილია ულუკმაპუროდ, ჩვენ გამოვდივართ მოთხოვნა გვაქვს ერთი, რომ გაგვხსნან”, – აცხადებს რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი.
“ტურიზმის ინდუსტრიამ პირველადი დარტყმა მიიღო და დღევანდელ დღეს საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენი მოთხოვნები ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ამ სფეროს ეპიდსიტუაციასთან ადაპტაციას, არა ჩაკეტვას და ჩარაზვას”, – მაია სიდამონიძე,”პროთრეველ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი.
“მოგეხსენებათ წინასაახალწლო პერიოდია, რომელიც სავაჭრო სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანია. მთავარი მოთხოვნაა, რომ მუშაობის საშუალება მოგვეცეს არა 24 არამედ 15 დეკემბრიდან, რასაც რამდენიმე ფაქტორით ვხსნით. ჩვენთვის ეს იქნება ჟანგბადი, რომ სექტორის გადარჩენა და თანამშრომლების შენარჩუნება შევძლოთ”, – თბილისი მოლის პიარ-მენეჯერი, თინა კუხიანიძე.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები