ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება“. ამის შესახებ მან განცხადებით სასამართლოს მიმართა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომა ჩაატაროთ ჩემს გარეშე. ინტერესებს დაიცავენ ჩემი ადვოკატები- აცხადებს ჩოლოიანი.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ამასთან, გადაისინჯება მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობაც.
ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.
კომენტარები