საზღვრის კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო.
სხდომათა დარბაზში საბადრაგო სამსახურმა სააკაშვილის ეტაპირება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
დაცვის მხარემ მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობა წარუდგინა. ამ დროისთვის მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ადვოკატები ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან, მათი მიღების შემდეგ კი საბოლოო დასკვნას ცენტრ ,,ემპათიას” ხელმძღვანელი, მარინე ჯიშკარიანი, დაწერს და ამის შემდგომ სავარუდოდ მომავალ კვირას სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართავენ.
გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ ამერიკელი კოლეგებისგან, გვაქვს კომუნიკაცია და მიმდინარეობს დასკვნის ფინალიზაცია.
როცა დასრულდება კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო ექსპერტებთან, ასევე, როცა მივიღებთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, საერთო დასკვნა ერთ კვირაში დასრულდება – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის, ინფორმაციით, მათ ხელთ აქვთ 5 ექსპერტის დასკვნა, ელოდებიან მეხუთეს, ხოლო ამ ყველა ინფორმაციას გადასცემენ მარინე ჯიშკარიანს, რომელიც დასკვნის საბოლოო ვერსიას განსაზღვრავს.
გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმააცითვე, სასჯელარსრულების სამსახურმა მათ უარი განუცხადა, მიაწოდოს ყველა ვიდეომასალა, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან დღემდე, ამიტომაც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა შესაბამისი სარჩელით სასამართლოს მიმართეს.
საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 2 ნოემბერს ჩაინიშნა.
კომენტარები