გერმანიამ საქართველოს 24 მილიონ ევრომდე გრანტი გამოუყო. თანხა გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში. ლაშა ხუციშვილმა და კლაუს ფაიგელმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ხელმოწერის ცერემონიას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი და გერმანიის ელჩიც ესწრებოდნენ.
“მიხარია, რომ საქართველოსთვის აქამდე განსაზღვრული დაფინანსება გავაორმაგეთ. 1990-იანი წლებიდან 27 მილიონი იყო გამოყოფილი, ხოლო დღეს 24 მილიონი დავამატეთ ხსენებულ თანხას.ამ წარმატებულ და მნიშვნელოვან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ძალიან მახარებს, რომ სამინისტროებთან და მათ საქვეუწყებო ორგანიზაციებთან – ეროვნულ სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს,” – ამბობს ჰუბერტ ქნირში, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
ფინანსთა მინისტრ ლევან ხუციშვილის თქმით, გერმანია ერთ-ერთი მთავარი დონორია საქართველოსთვის.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი პოზიტიურ ჭრილში საუბრობს გერმანიის მთავრობაზე და ამბობს, რომ იგი ქვეყანას ეხმარება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და განვითარებაში. მიღებული საგრანტო დახმარება კი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ამოქმედებული სატყეო კოდექსი სატყეო მეურნეობის თვისობრივ ცვლილებას წარმოადგენს.
კომენტარები