უკრაინული მედიის ცნობით, ბრიტანეთის დაზვერვის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების სახურავებზე საცეცხლე პოზიციები მოაწყვეს, რაც მიუთითებს სადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მზადყოფნისკენ,
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მარტის სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსულ ჯარებს ატომური ელექტროსადგურის ექვსი რეაქტორის რამდენიმე შენობის სახურავზე ქვიშის ტომრებისგან დამზადებული საცეცხლე პოზიციები აქვთ.
ბრიტანეთის თავდაცვა აცხადებს, რომ სადგურის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში, ეს არის პირველი მტკიცებულება ოკუპანტების განზრახვაზე, გამოიყენონ რეაქტორის შენობები ტაქტიკური თავდაცვის დაგეგმვისას.
ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ზრდის ZANP-ის [ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური] უსაფრთხოების სისტემების დაზიანების ალბათობას, თუკი მის ირგვლივ საომარი მოქმედებები იქნება”, ნათქვამია რეზიუმეში.
ამასთან, ბრიტანელებს მიაჩნიათ, რომ “რეაქტორების პირდაპირი კატასტროფული დაზიანება” ნაკლებად სავარაუდოა, თუ სადგურისთვის ბრძოლა შემოიფარგლება მხოლოდ ქვეითი იარაღის გამოყენებით.
შეგახსენებთ, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 21 აპრილს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სამხედრო მზადების მკაფიო ნიშნები ნახა.
კომენტარები