თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
,,რა მოხდა 26-ში?
ცოტა არეულად კი გამოვა ალბათ მაგრამ მაინც დავწერ.
ბევრი ადამიანი წერს აქ საკუთარ ისტორიას, იმას რაც თავისი თვალით ნახეს და გამოსცადეს.
ყვეკაფერი იყო პრიმიტიულად.
ჩვენ კახეთის აზერბაიჯანულ სოფლებში ვიყავით. ჩემი პატარა გუნდით წავედით იქ სადაც ველოდით დიდ სიშლეგეებს.
რა ვანხეთ:
— 20-30 კაცი უბნების ეზოებში მთელი დღე, რომლიბიც აკნტროლებდნენ ყველა მომსვლელ წამსვლელს;
— უმრავლესობა მოდიოდა პასპორტით;
— უბანში შესვლამდე პატარა ფურცლებზე ამობეჭდილ ნომრებს უდებდნენ პასპორტში. სავარაუდოდ სწორედ იმ პირადობების რომელიც აკრიფეს მანამდე;
— ეზოში შეკრებილი კაცები ხშირად და უკობტროლოდ გადაადგილდებოდნენ უბანზე, გარეთ ხმაური და ქაოსი იყო მუდმივად, ყურადღების გადასატანად;
— დამკვირვებელი როგორი სალი კლდეც არ უნდა ყოფილიყო ერთდროულად შესასვლელში პირადობას, მარკირებას, რეგისტრატორს ვერ გააკონტროლებდა; უბრალოდ გამორიცხულია;
— სარეგისტრაციო მაგიდის კონტროლი პრაქტიკულად წრმოუდგენელი იყო რადგან ისევ და ისევ მუდმივი ქაოსის და ათეულობით გაუგებარი ადამიანის იქ ყოფნის პირობებში და 3 რეგისტრატორით შენ ქვითარზე ამობეჭდილი ფოტოს ყველა ამომრჩეველთან იდენთიფიცირებას ვერ შეძლებ, როგორი ამაგარი და გაწვრთნილი დამკვირვებელიც არ უნდა იყო;
— არავინ ეხმარება დამკვირვებელს. ყველა მტრულადაა განწყობილი.
**. შესაბამისად ათასობით პირადი ნომერი ქონდათ აკრეფილი მოწმობებით.
** ამ პასპორტშო ჩადებული პატარა ქაღალდებით ეს ეზოებში შეკრებილი ადამიანები ქაოსის დროს 3-4ჯერ შედიან უბანზე და აძლევენ ხმას.
შეცდომაა იმის დაჯერება რომ ადგილობრივი რამეს გიშველის. როცა ქვეყანაში დაშინება და შანტაჟი ჩვეულებრივას მოსულა, ის იქ რჩება სისტემასთან და ადგილობრივ ტროლებლებთან მარტო და შესაბამისად რისკი დიდია. იქ რომელი პარტიიდან ხარ დი დი მნიშვნელობა არ აქვს! გარედან უნდა ჩაიყვანო ადამიანი. რისკი ისაა რომ ბევრი ხმა იკარგება ასე! მაგრამ სხვაგვარად ხმებს ვერ დაიცავ! ვერც ორმაგ და სამმაგ ხმის მიცემას შეაჩერებ, მეზობელს და ნაცნობს ვერ უპირისპირდება.
მერე ფოტოებსაც დავდებ, ვიდეობსაც.
ამასობაში ჩვენ სრულიად არასაჭირო ცოდნეას ვიძენთ, გამოცდილებას ვაგროვებთ რომელიც არაფერში გვჭირდება ნაცვლად იმისა კარგი საქმის კეთებაში დავსპეციალიზდეთ.”
კომენტარები