ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის ხიდზე, შუშები ჩაამტვრიეს. განმუხურის მხარეს დაზიანებულია ხიდის გარკვეული მონაკვეთი. შემთხვევა სავარაუდოდ გასულ ღამეს მოხდა, თუმცა ვინ და რა მიზნით დააზიანა ხიდი, უცნობია.
ანაკლიაში წუხელ კონცერტი იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მინები რკინის ან მეტალის ნივთითაა ჩამტვრეული, რადგან მასალა სპეციფიურია და მისი ხელით დაზიანება შეუძლებელია.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია 52 მოაჯირი.
კომენტარები