თამო კეშელავა
„ალიას” ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და ვინაობის გამჟღავნება, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს.
ზელენსკის ყველაზე ძალიან უნდა მას “დაბრალდეს” სააკაშვილის გათავისუფლება და თავად მოისხას გამათავისუფლების მანტია, მაგრამ მას ახლა ამის თავი არ აქვს. გარდა იმისა, რომ მოსალოდნელი ომის საფრთხის ქვეშ დგას, 19 ნოემბერს, როცა ყველანი შეჩერებულნი ვიყავით მიშას გადაყვანა-არგადაყვანაზე, უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. უკვე 8 თვეა უკრაინა ემზადება სამხედრო ოპერაციისთვის – კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” 33 წევრზეა საუბარი, რომლებსაც, ოფიციალური მონაცემით მასობრივი არეულობის მოწყობა, ანუ, ტერაქტები ჰქონდა დაგეგმილი უკრაინაში. ეს 33 პირი ბელორუსმა დააკავა და ამათგან 28 პირის გადაცემას უკრაინა ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ ლუკაშენკომ ეს პირები რუსეთს გადასცა. არსებობს ვერსია, რომ მათ რუსეთი აფინანსებს, თუმცა, რეალურად, ვის საქმეს აკეთებენ ისინი, უცნობია. დაჯგუფება მრავალნაცინალურია, როგორც კულუარულად საუბრობენ, მასში რამდენიმე ქართველიცაა.
19 ნოემბერს გავრცელდა სამხედრო დაზვერვის უკვე ყოფილი უფროსის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტულად ზელენსკის ბრძანებით გაუქმდა სპეცოპერაცია, თქვა ისიც, რომ მათ შიგნით ჰყავთ “ვირთხა”, რომელიც ინფორმაციას აწვდის რუსეთს. უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ ეს სკანდალი კი არა საშინელებაა. გორდონი პირდაპირ ითხოვს დადგინდეს, არიან თუ არა ზელენსკის გარემოცვაში რუსეთის აგენტები, პრაქტიკულად, ლამის ღიად ადებენ ხელს ზელენსკის და მასთან დაახლოებულ პირებს რუსეთთან თანამშრომლობაში. საუბრობენ ასევე, ბელორუსი სპეცდაზვრევის როლზეც და რუსული დაზვერვის როლზე და ამბობენ, რომ ისინი არაფრით სჯობს უკრაინელ სპეცრაზმს, უკრაინის ხელისუფლება რომ მშიშარა არ იყოს.
ჟურნალისტი გორდონი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ატყუებს ხალხს, იგი და უკვე, არამხოლოდ იგი, სხვა ჟურნალისტებიც ამბობენ, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები კანკალებენ პუტინის შიშით და ითხოვენ “ფოლადის კვერცხებიან” ლიდერებს. დაიწყო სამ უწყებაში გამოძიება, მათ შორის რადაში და პირდაპირ თქვეს, რომ მათი პირველი ამოცანა იქნება, დაადგინონ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ზელენსკის წრეში, ხომ არ არის მოღალატე და რუსეთის ჯაშუში. იმ ფონზე, რომ ზელენსკის ლამის ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს, მას ახლა ფიზიკურად აღარ სცხელა მიშასთვის, მას შესაძლოა იმპიჩმენტიც კი დაემუქროს. სხვათა შორის, სააკაშვილი თავად იყო ამ სპეცოპერაციის ჩატარების მომხრე და მას ნამდვილად არ ესიამოვნებოდა მისი ჩაშლა.
არ არის შემთხვევითი, რომ სპეცოპერაციის ჩაშლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მიშას კლინიკაში გადაყვანა ერთი და იგივე დღეს მოხდა. მიშა ახლა თვლის, რომ სწორედ ისაა ის “ფოლადის კვერცხი”, რომელიც უკრაინას და საქართველოს ერთნაირად სჭირდება. თუ გახსოვთ, დაახლოებით 4-5 წლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ მიშა შეიძლება გამხდარიყო ორ ქვეყანაში, უკრაინაში და საქართველოში ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი, მაშინ ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა მიშას რეალური შანსი აქვს თქვას, რომ იგი არამარტო ჭამაშია დაუბლოკავი, არამედ პოლიტიკაშიც. ამიტომ ეშინია მისი ყველას.
კომენტარები