ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, “ქართულ ოცნების” სასარგებლოდ საშუალო ზომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის კონტროლზე და პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი 30-მდე პირი მუშაობდა, + თითო უბანზე მიმაგრებული იყო 1 “კაპიტანი” და 2-3 ქოლ-ცენტრის თანამშრომელი (სულ იყო 3111 უბანი), უბნის შიგნით მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ გონგო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომლები – 4-5 კაცი, ხოლო გარე პერიმეტრზე საშუალოდ 10 -15 პირი იყო მობილიზებული. ამას დაამატეთ სხვისი პირადობის მონაცემებით ხმის მიცემის სქემაში ჩართული უამრავი ადამიანი. მტკიცებულებებით დასტურდება, ასევე, სხვისი პირადობის მოწმობების ყიდვის ფაქტები. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზეა საუბარი?!
კომენტარები