ცოტა ხნის წინ, “ტელეკომპანია იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
“ალია” დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს და გვითხრეს, რომ საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, ეს მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ბოლო დროს, შსს თითქმის ყველა გარდაცვალების შემთხვევაში 115-ე მუხლით იწყებს გამოძიებას.
არ ვრცელდება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი და შსს გვეუბნება, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
მამაკაცი აქციაზე გახდა შეუძლოდ, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, არ კეთდება ოფიციალური განცხადება და არც ერთ უწყებას, ამ დროისათვის არ აქვს პასუხი, მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა, თუ გზაში გარდაიცვალა, თუ მიიყვანეს კლინიკამდე, მიყვანიდან რა პერიოდში გარდაიცვალა და რა სახის მკურნალობა ჩაუტარდა, რა იყო ჩივილები და ა.შ.
კომენტარები