თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.
-ბევრმა იკითხა, შეიცვალა თუ არა მიხეილ სააკაშვილი 2012 წელს მერე, თქვენ როგორ ფიქრობთ?
-2018 წლიდან ვიცნობ პირადად და 2012 წლიდან კი არა, 2018 წლიდან 2021 წლამდეა შეცვლილი. სააკაშვილი დღეს სულ სხვა ადამიანია, ახალი იდეებით. ისეთი იდეები აქვს, ამათ რომ არც დაესიზმრებათ. სააკაშვილს სურს, პოლიტიკური მართვა გადაიტანოს ხალხის ხელში, როგორც შვეიცარიაშია, მაგალითად, ყველა მნიშვნელოვან საკითხს ხალხი წყვეტს რეფერენდუმით, თუ პლებიცისტით. ეს მოდელი არ აწყობას, რა თქმა უნდა, იმ პირებს, ვინც დღეს პოლიტიკით ფულს შოულობს. სააკაშვილმა იცის, რომ საქართველოს არ შეუძლია აწარმოოს ახალი ბეემვე, მაგალითად და შეეჯიბროს გერმანიას ამ კუთხით, მას ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება სურს და არა მობეტონება ქვეყნის. მან უკვე იცის, როგორ იქმნება პრეცედენტრი იმისა, რომ იყო წარმატებული სახელმწიფო. რთულია, ყველა კლასიკური ბიზნესი დაკავებულია, ამიტომ, ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე აკეთებს აქცენტებს. საქართველოში ყველა დარწმუნებულია, მათ შორის, მისი პარტიის ლიდერებიც, რომ სააკაშვილს უნდა პოლიტიკაში მოსვლა და ამიტომ ეშინიათ მისი, სააკაშვილს კი სინამდვილეში უნდა ამ ერთი კაცისგან, ერთი წურბელისგან გათავისუფლეს საქარველო. მას უნდა იყოს საქართველოსთვის აი, ამ ინოვაციურ პროექტებთან შუამავალი. სააკაშვილის ოცნებაა საგანმანათლებლო სისტემის რეორმირება, რათა ადამიანებს, საკუთარი ცოდნით, საკუთარი თავის რჩენა შეეძლოთ. მთელი გულ-სისხლით უნდა განათლებული, ახალი თაობა, რომელიც ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებში იქნება წამყვანი და კონკურენტუნარიანი მსოფლიოში. მაგალითად, ეკოლოგიური ტექნოლოგიები, ძალიან მომგებიანი, ყველაზე სწარფად მზარდი ტექნოლოგიებია, მოიცავს სოფლის მეურნეობას, გადამუშავებას, ენერგიის გამომუშავებას და ამით შეიძლება სულაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოიპოვო. ეს ტექნოლოგიები არსებობს და ახლა მთავარია ვინ დაიწყებს მის გამოყენებას პირველი.
საქართველოს დასაკარგი არაფერი აქვს, საქართველოში „ზემოთ“ მდგარი 10 ათასი კაცის გარდა, ყველა, მთელი მოსახლეობა არის მინიმუმზე. დღეს საქართველოში ყველას რომ მოსთხოვოს ბანკმა ვალის გადახდა, საქართველო გაკოტრებულია. საქართველოში ადამიანი ბედნიერად გრძნობს თავს, თუ ბანკის ვალის პროცენტი გადაიხადა და თუ დარჩება მერე საჭმელის და ბინის ფული და გაცილებით უფრო ბედნიერია, თუ ბანკისგან ვალი აიღო, აი, ეს არის ქვეყანაში უდიდესი ბედნიერება, თუ ბანკმა ვალი მოგცა. საქართველოს არაფერი აქვს დასაკარგი, მას მხოლოდ განვითარება შეუძლია. დასაკარგი აქვს მხოლოდ ტერიტორიები, ავტობანიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსი, თუ მოისურვა გადაგიკეტავს კიდეც, ბაზებს ხსნიან, მოძრაობენ, მოდის და მოდის… ქართველი ხალხი ამას ვერ გრძნობს, სახლში ზის, ტელევიზორს უყურებს, სადაც ან აქებენ ბიძინას და ან აგინებენ, ან ერთი ხარ და ან მეორე – ან მაქებრების მხარეს ხარ, ან მაგინებლების და ამით ერთობა ხალხი. ეს ყველაფერი ჩაფიქრებულია, გაღარიბებული ადამიანები, სხედან და ტელევიზორით ერთობიან სახლებში.
კომენტარები