“ენმ”–ის წევრი, გიორგი კაპანაძე:
“რა ფინანსები და ხელფასი?
მკაფიოდ გვეუბნებიან რომ ადამიანი კვდება, შეიძლება ყოველ წუთს მოხდეს საშინელება და რაზე ვსაუბრობთ და რაზე ვხარჯავთ დროს საერთოდ?
ვის ადარდებს ახლა ხელფასი და ვოიაჟი?
ვერ ვხვდებით რომ თემა გადაგვიფარეს?
ახლა ბრიფინგს ბრიფინგზე უნდა ვატარებდეთ.
საელჩოდან საელჩოში უნდა დავდიოდეთ.
მხარდამჭერებს, სხვა ოპოზიციურ პარტიებს უნდა ვესაუბრებოდეთ…
რამე გავაკეთოთ.
რამე დავგეგმოთ.
რამეზე შევჯერდეთ.
თუ, რა თქმა უნდა, ისევ იმავე მცდარ აზრზე არ ვართ რომ ჯერ რეჟიმი უნდა დავამარცხოთ ოდესმე და მერე გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი.
ვერ მიაღწევს… ვერ იცოცხლებს… ცუდად არის.
ახლა სჭირდება შველა.
ცარიელი ანონსებით ვერ ვუშველით მომაკვდავ პოლიტიკურ პატიმარს. ვერც ოლიგარქიას დავამარცხებთ.”
კომენტარები