აღდგომა დღეს. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პოლიციელმა, ქეიფის დროს, აივნიდან გაისროლა, რასაც 50 წლის თამარ ანთელავა შეეწირა. სახლში მყოფ ქალს, რომელიც ტელევიზორს უყურებდა, მთვრალი პოლიციელის მიერ გასროლილი ტყვია თავში მოხვდა და ოჯახის წევრების თვალწინ, ადგილზე გარდაიცვალა.
პრესა.ჯიმ მოიპოვა სიმონ, სოსო გაბრიაძის ქეიფის დროს გადაღებული ფოტოც, რომელიც გუშინ, 15;40-ზე დაიდო სოციალურ ქსელში, თუმცა, ამ მომენტისთვის ის უკვე აღარ იძებნება.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ჯერ კიდევ გუშინ, პოლიციელის მიერ ქალის მკვლელობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდნენ.
თუმცა, მკვლელობამ საზოგადოების ისეთი აღშფოთება გამოიწვია, პროკურატურა იძულებული გახდა პოლიციელი სიმონ გაბრიაძე გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე დაეკავებინა. პროკურატურა ადასტურებს რომ პოლიციელი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
იურისტების თქმით, მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო, საკმაოდ მსუბუქია და პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული არ არის.
მითუმეტეს მაშინ, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, მთვრალმა პოლიციელმა, უმისამართო გასროლის დროს, არა ტაბელური, არამედ არალეგალური ავტომატური იარაღი გამოიყენა. – პრესა.ჯი
“ალია” – გარდა იმისა, რომ პოლიციელებმა დაარღვიეს კომენდანტის საათი – ისინი, როგორც ფოტო მოწმობს, სვამდნენ მინიმუმ დღის 4 საათიდან და სროლის მომენტში, დიდი ალბათობით, საკმაოდ დიდი ოდენობით ალკოჰოლი ექნებოდათ მიღებული.
ბრალდებული არ არის პატრულის თანამშრომელი, არ არის უბრალო პოლიციელი, რომელსაც, როგორც წესი იმის საშუალებაც არა აქვს, ოფიცრის წოდება მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე უცხო ენა იცის და იურიდიული განათლება აქვს.
ბრალდებული – ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი, სოსო გაბრიაძეა, რომელსაც, როგორც გამოჩნდა, იმდენად ცუდი მომზადება აქვს გავლილი, რომ სროლაც არ იცის.
როგორც “ალიას” ექსკლუზიურად უყვებიან – ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ჯერ კიდევ გასულ ახალ წელს, მეზობლის ფანჯარას 30 სანტიმეტრით აცდა ტყვია და მოხვდა კონდიციონერს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში ამ ფატქზე განცხადება დაიწერა, ტყვია ამ დრომდე არ არის ამოღებული და შემოწმებული.
კომენტარები