ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, გორის ჰოსპიტალი მოინახულა. კლინიკის დატოვების შემდეგ, მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესაც კი არ იმყოფება რეანიმაციაში და ის მხოლოდ იმიტომ გადაჰყავთ, რომ ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ სააკაშვილთან ერთად, შიმშილობა შეეწყვიტათ.
პაციენტს როგორც რუსთავის, ასევე, მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და არ იყო საჭირო ის მღელვარება, რაც ქვეყანაში ისმოდა. ბოლო პერიოდში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, მნიშვნელოვნად გაუარესდა ჩვენი დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში.
მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით შეწყვეტს შიმშილობას და ქვეყანაში დაწყებული შიმშილობის კასკადი იქნებოდა შეწყვეტილი. დიდი იმედი მაქვს, შემდგომშიც, საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და თავს ავარიდებთ საპროტესტო აქციებს და შევძლებთ დავიწყოთ კორექტული დიალოგი. შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო, ჩვენ გვაქვს ჰუმანური მიდგომა ყველა ადამიანის მიმართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა. სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სამომავლოდაც მას ეს რისკი არ უდგას.”
კომენტარები