კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთში ვირუსის ახალი შტამია გავრცელებული, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინი.
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.
* გარდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), რომელიც ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს, საკუთარი ხარჯით.
ყურადღება! საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
შეგახსენებთ, ექიმები, ჯანდაცვის ექსპერტები დღეს უკვე ღიად ითხოვენ ინდოეთთან მიმოსვლის შეჩერებას, რამდენიმე ქვეყანამ ინდოეთთან მიმოსვლა უკვე შეაჩერა. გამომდინარე იქედან, რომ არსებული ინფორმაციით, ინდური შტამის ვირუსს სამმაგი მუტაცია აქვს და იგი საკმაოდ საშიშია, იმის გათვალიწინებითაც, რომ შეიძლება გადაედოს ადამიანს მაშინაც, თუ მაქვს უკვე აქვს ანტისხეულები. რამდენად უსაფრთხოა თვითმფრინავში და მერე აეროპორტში ინდოეთიდან წამოსულ ადამიანთან ერთად დგომა, მანამდე, სანამ 14 დღიან კარანტინში გადავა – ეს ექიმებმა უნდა თქვან. როგორც ჩანს, იმ ქვეყნებს, ვინც ინდოეთთან მიმოსვლა შეაჩერა ჩვენზე ცუდი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, ან ჩვენზე მშიშრები არიან, რა გითხრათ…
“ალია” კი იმასაც შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ჩინეთთანაც მიმოსვლა საკმაოდ გვიან შევწყვიტეთ, პრინციპში, ჩვენ კი არ შევწყვიტეთ, ჩინეთთმა გააუქმა მაშინ საქართველოსთან ფრენა. იგივე მოხდა ირანის შემთხვევაშიც. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამძლეობის იმედი აქვს.
კომენტარები