აჭარის მაუწყებლის კიდევ ერთი ჟურნალისტი გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი, მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან ფეისბუქპოსტის გამო გაათავისუფლეს.
საუბარია პოსტზე, რომელშიც მალხაზ რეხვიაშვილი თავის კოლეგას, თეო თურმანიძეს მხარს უჭერს, რომელიც, ასევე, ფეისბუქპოსტი გამო ეთერიდან მოხსნეს.
ბრძანებაში, რომელსაც ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის 21 აპრილის პოსტი ცილისწამებაა, რომელიც “მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და მაუწყებლის რეპუტაციას ზიანი მიაყენა”.
კომენტარები