ქართულ ბაზარზე ინოვაციური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების დამკვიდრება თიბისის მრავალწლიანი ტრადიცია და ყოველდღიური ზრუნვის საგანია. ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად მოქნილი და მიზნობრივი პროდუქტი შესთავაზოს. თიბისის სტრატეგია მკაფიოა – მომხმარებლისთვის ბიზნეს საქმიანობის გამარტივება.
ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის სერვის ექსპერტი, ნატო სიდამონიძე, ამ ფაქტს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:
„ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია,რომ ბიზნეს საქმიანობის მართვა იყოს მარტივი და მოქნილი; ბიზნეს ნაკრების უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ მომხმარებელმა ცალ-ცალკე აღარ შეიძინოს პროდუქტები, არამედ კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიოს სასურველი ნაკრები, სადაც მოქცეულია ყველა საბანკო ინსტრუმენტი, რაც მას სჭირდება.
თიბისი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს 4 ტიპის ნაკრებს – ისინი აერთიანებენ იმ პროდუქტებს, რომლებსაც ბიზნესები ყოველდღიურად იყენებენ. ეს ნაკრებები ბიზნესის ზომის მიხედვითაა დაყოფილი.
დამწყებ სტარტაპ ბიზნესებს თიბისი 5 ლარიან სტარტაპ ნაკრებს სთავაზობს, რომელშიც თავმოყრილია ყველა ძირითადი საბანკო პროდუქტი, რაც მათ ჭირდებათ საქმიანობისთვის, ნაკრები აერთიანებს საბანკო ანგარიშს, უფასო ინტერნეტ და მობაილ ბანკს, SMS სერვისს, შეღავათს პოს ტერმინალის ყოველთვიურ საკომისიო გადახდაზე, ვიზა ბარათს, დიჯიპას აპლიკაციას, 5 კომუნალურის გადახდას საკომისიოს გარეშე, შეღავათს თიბისის ელ-კომერციის ყოველთვიურ საკომისიო გადასახადზე.
თუ საუბარი გვაქვს უფრო დიდ ბიზნესზე, რომელსაც უფრო კომპლექსური საჭიროებები აქვს, მაშინ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 10, 20 ან 50 ლარიანი ნაკრები. ეს ნაკრებები ბიზნესებს სთავაზობენ განაღდების მაღალ ლიმიტებს, ბიზნეს ბარათებს, სალარე გადარიცხვებს დამატებითი საკომისიოს გარეშე, სავალუტო გადარიცხვებს შეღავათიანი საკომისიოთი და სხვა.
10 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა < 500 ლარი
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 2000 ლარი
20 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა < 1000 ლარი
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 10 000 ლარი
50 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა, მიმდინარე სავალუტო ანგარიში
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა ფიქს. 1 ლარი
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 15 000 ლარი
თიბისის ბიზნეს ნაკრებები უკვე სამი წელია, რაც არსებობს და მუდმივად ვითარდება – ემატება სხვადასხვა პირობები, რომლებიც მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარეობს. ბიზნეს ნაკრები საშუალებას აძლევს ბიზნესს ისარგებლოს საბანკო პროდუქტებითა და მომსახურებით სწრაფად და მარტივად.
კომენტარები