ხმაურიანი სხდომა პარლამენტში – პლენარულ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუამ ასე უპასუხა: “რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა?” – ენმ-ს თავმჯდომარეს:
,,რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? საკრებულოში მთელი იმედები გვქონდა, გამოგწვრთენით, შემდეგ პარლამენტში ჩაგწერეს, გადმოხვედი, შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ჰა? რა გინდა ბაზარზე თავმჯდომარე კაცს, კიტრის, პომიდვრის, მწნილის, „პეტრუშკის“ ფასებზე რომ დარბიხარ”
ხაბეიშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ცესკოს კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქვეყანაში პროდუქტებზე ფასები კატასრტოფულად არის გაზრდილი, რომლის დარეგულირებაზეც ხელისუფლება არ ფიქრობს.
ოპოზიციონერმა ლიდერმა სხდომაზე წარადგინა აზერბაიჯანში ნაყიდი პროდუქტების ქვითარი, რომლითაც ცხადყო, თუ რამხელაა ორ ქვეყანაში ფასებს შორის სხვაობა.
კომენტარები