ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“საერთოდ არ მხიბლავს ავტომანქანაში ღვედის კეთება, არც ის, რომ საჭესთან მობილურით საუბარი არ შეიძლება, არც ის მომწონს პარკში ლუდი რომ დალიო დაჯარიმდები, მოკლედ იმდენი რამ არ მომწონს მაგრამ სახელმწიფოსა და წესებს ვცდილობ დავემორჩილო და ამ პირბადეზე რატომ ფიჩინდებით? რატომ უნდა მომწონდეს ადამიანს პირბადე? აი ამიხსენით? ეს ხომ აბსურდია რომ ვინმეს ეს მოწონდეს, მაგრამ რახან არის მითითება ე.ი აუცილებელია, აბა გახარიას ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს ვინმე მაყვალა მაღაზიაში პირბადით შევა თუ დაკეცილი სალფეთქით?
რა ყველა “გაბლატავდით” ამის დედა ვატირე რა, სააკაშვილი პლანის მოწევაზე ციხეებს ახეხინებდა მთელ ახალგაზრდობას და ხმა არავის ამოუღია და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად პირბადეზე იკლავთ თავს? არ მესმის და მომკალით
პს: არ გინდათ გაკეთება? ნუ გაიკეთებთ, მაგრამ იმის ერთი ადგილიც უნდა გქონდეთ, რომ ჯარიმა გადაიხადოთ. არ ვარ პრემიერი, თორემ, აუცილებლად დავაწესებდი ფასს იმ ადამიანების მკურნალობისთვის, ვინც დაუდევრად იქცევა და აღმოაჩნდება ვირუსი და ასევე კარანტინის თანხებსაც გადავახდევინებდი და საკუთარ ჯიბეზე როცა დაემუქრებათ საფრთხე, პირბადეს კი არა სვარკის აპარატის დამცავით არ ივლიან? დიდი წერტილი!!!
კომენტარები