პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ დელეგატებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა:
“ეს არ არის რაღაც ოფიციალური, კანონით დადგენილი ნორმა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ჩვენ დავასახელეთ იმ ნიშნით, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატები ხასიათდებოდნენ კონკრეტული რაიონის მიმართ პასუხისმგებელი დეპუტატები. რაიონების, მოსახლეობის ხმა პარლამენტში. მიუხედავად, პროპორციული არჩევნებისა, ეს სისტემა არ გაუქმდება ჩვენს სინამდვილეში ”ქართული ოცნების” მიერ.”
ეს პირველი შემთხვევაა, როცა, მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ კანონით დაუდგენელ ნორმას ფაქტი ეწოდება და არა უკანონობა.
კომენტარები