გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე პარლამენტის ყოფილ წევრს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს კითხავენ. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პროკურატურაში დავით ლორთქიფანიძე მას შემდეგ დაიბარეს, რაც “ალიაში” მისი სკანდალური ინტერვიუ დაიბეჭდა დავით გარეჯის საქმეზე და ყველა იმ თემაზე, რაც დღეს თქვა ჟურნალისტებთან, ვრცლად ისაუბრა:
“საკითხი, რომელიც უკავშირდება მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში არსებული დაცული საარქივო მასალის განადგურებას და იქ არსებული იზოგიფსებიანი პლანშეტები, ასევე მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა დავით კეზერაშვილის უშუალო ბრძანებით იქნა გატანილი და განადგურებული,” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 1938 წლის რუკის განადგურების მიზნით გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა, არსებობს ვარაუდი, რომ კვალი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებამდე მიდის.
კომენტარები