გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვისას ამბობს:
კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება ძალიან აგრესიულად, ვესაუბრე ექსპერტებს, მეგობრებს და ბრიტანეთში სიტუაცია არის საგანგაშო. აფეთქებაა ბრიტანეთში, ქვეყანა ჩაკეტილია, მაგრამ აფეთქებაა და ეს არის ფაქტი.
ვირუსის მუტაცია კარგია ზოგადად, ბევრი ვირუსი სწორედ მუტაციის დროს ქრება. ამის მაგალითები გვაქვს, იგივე სარსი, მერსი – სარსი 2 წელიწადში გაქრა, მერსი – 1 წელიწადში, ვაქცინის და წამლის გარეშე.
საქართველოში გაგვიმართლა, საქართველოში არ იყო და არ არის ძლიერი შტამი და სიკვდილობაც არ არის მაღალი. რაც ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება ამ ახალ შტამს, იგი 50-70 პროცენტით უფრო მეტად გადამდებია და ძალიან სწრაფად ავიდეთ შეიძლება 10 000 ინფიცირებულამდე დღეში და კი გვახსოვს, რა ხდებოდა, როცა დღეში 5 000 ინფიცირებულამდე ავედით.
იძახიან, რომ მას სიკვდილობა არა აქვს დიდი, თუმცა რეალური ინფორმაცია ჯერ ამაზე არავინ იცის. ამას სჭირდება კვირეები, გარდაცვლილი ადამიანების გაკვეთა, ანალიზების ჩატარება, კლევები, ასე ხდება ნორმალურ ქვეყანაში და საქართველოში როგორ ხდება კი იცით – გულით! – გულით მოკვდა 80 პროცენტი… სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს არა აქვთ საშუალება ნახონ გარდაცვლილი პაციენტი. ეს არის პროცესი, პრაქტიკა უნდა გაიარო მიცვალებულზე, ცოცხალზე ხომ არ უნდა ივარჯიშო, აბა? ეს არის მედიცინის ნაწილი.
ახალი შტამი იმითაა საშიში, რომ რაოდენობა ინფიცირებულთა იქნება დიდი. უბრალო ენით რომ ავხსნა, თუ 100 კაცი დაინფიცირდა დღეში, მეორე დღეს გეყოლება 150, მესამე დღეს, 225 და ასე მოემატება 50 პროცენტი ყოველ დღე. ამათი მინიმუმ 10 პროცენტი საავადმყოფოში ამოჰყოფს თავს… ეპიდემია მეტი კი არაფერია, მათემატიკა, ჟელატინი არ უნდა გქონდეს თავში, ტვინი უნდა გქონდეს და სიმართლის თქმა უნდა შეგეძლოს.
როგორც აღმოჩნდა, ვირუსის გადამტანები არიან უმეტესად ახალგაზრდები და ბავშვები, ბავშვის იმუნური სისტემა არ არის ბოლომდე გამოკვლეული. დასტერილიზებული ბავშვი ძალიან ცუდია, ორგანიზმი არ სწავლობს ვირუსებთან ბრძოლას, ბავშვმა ტყლაპოშიც უნდა იკოტრიალოს, ტალახშიც, კატასთანაც, ძაღლთანაც უნდა იურთიერთოს და ორგანიზმა უნდა ისწავლოს ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლა.
რაც შეეხება ვაქცინას, რამოდენიმე მკლევარი ამბობს, რომ შესაძლებელია, ახალმა ვაქცინებმა არ იმუშაოს ამ შტამის წინააღმდეგ. ეს არ არის ჯერ დამტკიცებული, მაგრამ ამაზე უკვე საუბრობენ, არ დაგიმალავთ. დრო სჭირდება ამის დადგენას.
რა არის ჩვენი ვაქცინები – აგიხსნით ახლა უბრალო ენაზე. ხაჭაპურს შევადარებ, მიყვარს იმერული ხაჭაპური. ამ ვაქცინებსაც, კარგი ცომი აქვს, კარგი ყველი, კარგი კარაქი, საცხობიც კარგია, შეაგდეს ამ საცხობში, მაგრამ 1 წუთში გამოიღეს და დაგიდეს, ჭამეო – აი, ეს არის ჩვენი ვაქცინები, გინდა მოდერნა, გინდა ფრაიზერი და გინდ ოქსფორდის. განა ცუდია, კარგი ინგრედიენტები აქვს, მაგრამ დრო არ აქვს. მე 1 წუთიან ხაჭაპურს ვერ შევჭამ, ამას ვიძახი, მეტს კი არაფერს. ვაქცინებმა გადაგვარჩინა, მაგრამ არ არის მზად! რომ ყოფილიყო მზად, ჯანმო მისცემდა მთლიან რეკომენდაციას, იტყოდა, რომ კარგია მისაღებად, არა, ჯანმომ თქვა, რომ კარგია საგანგებო მდგომაორეობაში გამოსაყანებლად. ანუ, ჯანმომ თქვა, კარგი ხაჭაპურია, კარგი ინგრედიენტებით, მაგრამ არ არის გამომცხვარიო. არ არის მზადო.
კომენტარები