რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,იცით, რა მაინტერესებს? ჩვენ, ემიგრანტები, ადრე იყო თუ გვიან, ხომ იმიტომ გავიქეცით საქართველოდან, რომ ყოფა გაუსაძლისად გვეჩვენებოდა? ვიღაცას ტყვიით და უსამართლობით, ვიღაცას შიმშილით გვკლავდენენ – ასე იყო თუ არა? პოლიტიკურად თუ სოციალურად, ხომ გევჩვენებოდა საქართველო ჩამორჩენილ ქვეყნად? ჰოდა, რას ემართლება ზოგიერთი ამ ქვეყანას და სთხოვს უმაღლეს სტანდარტს, მაშინ, როდესაც ამ სტანდარტს, მისი შემომღები ქვეყნები ვერ აკმაყოფილებენ, ვერ გავიგე. თან ამ უმძიმეს დროს, როდესაც ყველას სული კბილებით უჭირავს. ჩემ ირგვლივ, შვეიცარია იყო თუ სხვა, ვინც მოინდომა, ყველა დაბრუნდა საქართველოში. საელჩოები, მთელ მსოფლიოში, რაც შეუძლიათ შრომობენ, მეტი შეიძლება არც იციან, დღეს გაიგო ამ ხალხმა? რა სახელმწიფოს ბრალია, რომ ვიღაცას ბინის ქირა დარჩა გადასახდელი, ნამუსიც კაი საქონელია!”
კომენტარები