ლევან ჯავახიშვილი, ალია
“ალიას” წყარო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთ სახიფათო თამაშშია ჩართული, შესაძლოა, მისი ქმედებების გამო, საქართველოსაც დაუწესოს სანქციები დასავლეთმა და ამერიკამ. თურქეთმა და ევროპის ქვეყნებმა, ჩვენთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გადახედონ.
“საქართველოში ჩამოვიდა 30 ათასზე მეტი რუსი, მათი უმეტესობა ფულის გასანაღდებლად იყო ჩამოსული, რადგან რუსული ბანკები, ევროსა და დოლარს არ აძლევენ რუსეთის მოქალაქეებს. უმეტესობამ ფული მოხსნა ჩვენი ბანკებიდან და რუსეთში დაბრუნდა. ზოგი მშვიდობიანი რუსი დარჩება იქ, იყიდის სახლს და იცხოვრებს. ბევრს მართლა მობეზრდა პუტინის დიქტატურაში ცხოვრება. თუმცა, საქართველოში შემოვიდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ასეულობით ადამიანი. ისინი აქ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს აფუძნებინებენ იურიდიულ პირებს და ამაში ფულს უხდიან. მიზანი მარტივია. კომპანია, რომლის დამფუძნებელიც ფიქტიურად საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველია, შეისყიდის ნებისმიერ ტვირთს საქართველოში, ამ ტვირთს კი შემდეგ გაიტანს რუსეთში. საქართველო გახდება ფანჯარა, “შავი ხვრელი” სანქცირებული რუსეთისთვის სხვა და სხვა სახის პროდუქციის მისაწოდებლად. ეს სქემა მალე ამუშავდება და ის ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობის გარეშე ვერ იმუშავებს. ახლა, რუსებმა რამდენიც არ უნდა აფორმონ ფიქტიური კომპანიები საქართველოს მოქალაქეებზე, ეს არ გამოეპარებათ ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის სპეცსამსახურებს. ორშაბათს “ალიას” მეშვეობით უამრავი ადამიანი გაიგებს და მათ უკვე, ცხადია, ეს იციან. არ გამოეპარებათ არც რუსეთში გატანილი ტვირთის მოძრაობა. ეს კი სანქცირებული რუსეთის ხელშეწყობა იქნება, ეს ომში ჩართვა იქნება. ამას ევროპა და ამერიკა, ასევე, სანქციებს მიერთებული სხვა ქვეყნები, არ გვაპატიებენ და დაგვადებენ სანქციებს, გადახედავენ ჩვენთან გაფორმებული ნებისმიერი სახის ეკონომიკურ ხელშეკრულებას. მარტო ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა არ დაისჯება ამის შემდეგ. სანქციებს დაუწესებენ საქართველოსაც და ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდება” – განუცხადა “ალიას” წყარომ.
კომენტარები