აშშ-ს საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს და უკვე პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს, იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელის არსებობასაც დღემდე ჯიუტად უარჰყოფს მმართველი გუნდი.
სხვათა შორის, ამერიკის საელჩოს განცხადების ტონი და განწყობა უკვე ორჯერ შეიცვალა, პირველი განცხადებით, აშშ-ის საელჩომ გვითხრა, რომ უნდა გამოვიჩინოთ ყველამ “მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.” რაც თავისთავად, ობიექტურად, მიჩნეული და გაგებული იქნა ისე, რომ აშშ-ის სალჩო სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეს და აღსრულების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა.
მეორე განცხადებაში, ევროკავშირის ელჩის მსგავსად, სასამართლო სისტემის პრობლემებზე ისაუბრა, რითიც, წესით, მიანიშნა ხელისუფლება, რომ იცის, როგორი “დამოუკიდებელი” სასამართლო სისტემა გვაქვს.
ახლა ღიად წერს, რომ შემდგომი ნაბიჯების შეთანხმების დროა, საუბრობს პოლიტიკურ კრიზისზე, სამუშაო ადგილებზე, სიღარიბეზე – მოკლედ, უკვე ყველა დიპლომატიურ ხერხს იყენებს, დაგვანახოს, რა სიძნელეების წინ ვდგავართ!
აშშ-ის საელჩოს განცხადება:
“აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.
საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას”
კომენტარები