პოლიტიკოსი, სოფია ხორგუანი:
“ხუთი შვილი ჰყავსო მინისტრს, წარდგენისას მთავარ ღირსებად რომ გვითხრეს. დავგუგლე ახლა, აზარაშვილი. მისი შვილები შვილები არიან და იძულებით გადაადგილებული ადამიანების შვილები შვილები არ არიან?!
რა სამარცხვინო და ამაზრზენი კამპანია წამოიწყეთ ახლა დევნილების მიმართ?! რას დაემსგავსეთ?! აფხაზეთი და სამაჩაბლოც აღარ გინდათ, იქნებ?! საქართველოს მთავრობა გარეჯი რომ საქართველოა, ეგ ხომ აქციეთ საღლიცინო თემად! ფეხთამლოკები, ფარისევლები და მლინქვნელები ღუპავენ ყველა მმართველს და პირველებიც შეგაქცევენ ზურგს, როცა მოგეკითხებათ.”
შეგახსენებთ, ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის ახალი მინისტრია.
კომენტარები