საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამის შესახებ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიხეილ სააკაშვილის სისხლის ანალიზში ერთ-ერთი პარამეტრი შეცვლილი იყო და ექიმებმა გადასხმის ჩატარების აუცილებლობა აქედან გამომდინარე მიიღეს. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმითვე, მასთან ერთად ციხის ექიმები და რეანომობილის ბრიგადა იმყოფებოდა.
“ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში. ეს სამედიცინო ოთახი მაგისთვის არაა განკუთვნილი. ამიტომ საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში… დღეს კრიზისი უკვე გადავიარეთ. უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო…” – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
კომენტარები