მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს:
„ყველაზე უფრო იცი ვინ მეგოიმებით?რაც არ ხართ და იმას რომ თამაშობთ.ნამდვილი ადამიანის პოვნა ვესტერნებივით მხოლოდ ჯურღმულებს რომ ეძახით აი იქ გახდა შესაძლებელი..რაღაცნაირები ხართ ბიჭო რაღაც პრანჭია ცხოვრების პოზა გიჭირავთ…კაცები დაკეკლუცდით,ქალები დაკაცდით…სად გაქრა დარდიანი ღიმილები…სევდანარევი იუმორი…ულევი ვარსკვლავები თვალებიდან…სად გაქრა ერთგულება…ადამიანების გაერთადერთება…სად გაქრა მშობლიური თუნდაც სიცეტე…შემოდგომის ლოდინი…არა!რაღაც პოზა აგირჩევიათ უნიჭო მსახიობი რომ ოფელიას თამაშობს,ოღონდ სიგიჟის სცენას…პარტერიდან სახეალეწილი რომ უყურებ და შენ და მსახიობს ერთნაირად გრცხვენიათ..და ოცნებები?ფუჭი…არც ამერიკაში გემით გაქცევა და არც ფრენა.მხოლოდ მიმბაძველობა.უნიჭოების უნიჭოდ!რა საყვარლად გამოიყურებით ზოგიერთი თუნდაც რომ იცით რომ ძაან ტრაკში ხართ.“
კომენტარები