„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„სრულიად აღმაშფოთებელი და დამამცირებელია საგანგებო პრივილეგიების მინიჭება ბ-ნი პოზნერისთვის. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, სამართლის ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას ხელი უნდა შევუშალოთ. წესების დამრღვევნი და დარღვევების ხელშემწყობნი უნდა დაისაჯონ. უსამართლობას უნდა შევეწინააღმდეგოთ.პოზნერის თბილისში ჩამოსვლასაც საზოგადოება უნდა გამოხმაურებოდა მისი განცხადებების ზუსტი შინაარსის დადგენითა და მის მიერ საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული თეზისების მკაცრი, აკადემიური დაგმობით.მაგრამ რა საჭიროა ის ისტერიკა, რაც ახლა ქუჩაში ხდება? იაფფასიანი მაკარტიზმი და ფსევდოპატრიოტული ძაგძაგი შედეგს ვერ მოიტანს. კივილი, წივილი, ფურთხება, წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება გამოსავალი არ არის! ვიღაცები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს მეორე “20 ივნისთან”! 20 ივნისი კი სისხლისღვრას, შეტაკებას, პროვოკაციას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას ნიშნავს, რაც დაუშვებელია !!!“
კომენტარები