პრემიერმა ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა:
“მინდა შევახსენო ყველას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით…
ჩვენ უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი 2008 წელს და მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე .
სამწუხაროდ მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამაც არ დაუწესა სანქციები რუსეთს. მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. პირიქით, მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული კომპანიები და მოუხსნა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი და მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი ომის შემდეგ და შედეგად, საქართველო დღესაც ოკუპირებულია.”
კომენტარები