სოციალური ქსელის მომხმარებელი, თ. ტაბიძე, ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” აქვეყნებდ ფოტოებს და წერს:
გუშინ ღამე გადმოვკვეთე საზღვარი და საზღვარზე 4 საათზე მეტი ლოდინის მერე გადმომიყვანეს Gudauri lodge ში. ოთახი ბინძური. კაი ვიფიქრე დავისვენებდი და დავალაგებდი. შუადღის კვებაზე შემომიტანეს გაურეცხავი ღერღილით გაკეთებული ღომი და ლობიო. ნუ კაი არ ვთქვი არაფერი და საღამოს კვებაზე შემომიტანეს თევზი და ბრინჯი. კონტეინერში იყო თმა და ბრინჯშიც რაღაც ჩანდა არ ვიცი რა იყო. მოვითხოვე რომ მზარეულს დაერეკა და ვუთხარი პრეტენზიები და მეკითხება ,,მორჩი”? ვუთხარი რომ არის ბინძური და არაპროფესიონალი და მიმტკიცებს რომ პროფესიონალია. კითხვაზე რამე კიდე თუ მინდა, ვუთხარი რომ ბოდიშის მოხდა მინდოდა მინიმუმ. რაზეც მითხრა, რომ რესეფშენში მომიხადეს უკვე ბოდიში და საკმარისია, თვითონ არ აპირებს.
ვანახლებ პოსტს: დღეს 12 საათისკენ დამიფიქსირდა სიცხე. გადმომიყვანეს ცხელების ცენტრში, გამიკეთეს ანალიზები, გადასხმები, წამლები… მოვიდა ტესტის პასუხი და არ მაქვს კოვიდი. მოწამლული ვარ!”
კომენტარებში აკონკრეტებს, რომ ჩამოვიდა რუსეთიდან და ისე გადაიყვანეს კარანტინში, ტესტირება არ ჩაუტარეს, სანამ მეორე დღეს ტემპერატურამ არ აუწია.
იგივე პოსტის ქვეშ წერს ნინო პაპუაშვილიც:
“ნამდვილად ასეა,ჩემი მეუღლეა ამ სასტუმროში და ყრის ყოველდღე საჭმელს,თუ გამოკეტეთ ეს ხალხი შიმშილით ნუ ხოცავთ Gudauri Lodge/გუდაური ლოჯი”
კომენტარები