რუსი ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის, ექიმის მდგომარეობა კრიტიკულია.
37 წლის ალექსანდრე შულეპოვმა 22 აპრილს გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ ის ვირუსით ინფიცირებულია და ამის მიუხედავად, ნოვაია უსმანის საავადმყოფოში მუშაობას აიძულებდნენ.
მოგვიანებით, მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მან „ბრალდებები“ ემოციურ ფონზე გააკეთა და გაჟღერებული ცნობები უარყო.
კომენტარები