ნიკა კურტანიძე, ჯგუფში ‘სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, წერს:
გამარჯობა მეგობრებო.
სასოწარკვეთილებასა და გაბრაზებაზე უფრო, ალბათ სასაცილოა ჩემი ისტორია.
მოკლედ პირველი დოზით ავიცერი გერმანიაში, შემდეგ ჩამოვედი ჩვენს მიწა წყალზე და მივაკითხე ერთ-ერთ კლინიკას, პირველი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტაციით-ურთ.
ჯერ მიტრიალეს, მიტრიალეს და გადაწყვიტეს რომ ვერ ამცრიდნენ და უნდა მიმეკითხა სხვა კლინიკისათვის, რაზეც დავთანმხდი.
თანხმობის მომენტს თან ახლდა “ვიღაც” ქალის, სავარაუდოდ მენეჯერის ან რაიმე მსგავსის შემოსვლა ოთახში, რომელმაც მოუწოდა ექიმებს რომ ავეცერი. (მიდით, მიდით კაცო აცერით)
ვიკითხე, აცრის დამადასტურებელ დოკუმენტზე ხომ არ შემექმნებოდა პრობლემა, რაზეც მითხრეს რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, უბრალოდ იუსტიციის სახლში შევძლებდი აღებას.
მეთქი კარგი, ჯანდაბასთქო და მოვემზადე ასაცრელად.
ამცრეს.
3 დღეში დამიკავშირდნენ ამავე კლინიკიდან და მითხრეს რომ პრობლემა შეიქმნა და უნდა მიმეწერა იმ კლინიკის დასახელება და სერიის ნომერი (ინგლისურად) სადაც პირველად ავიცერი.
არადა დოკუმენტები თან მქონდა, მაგრამ 3 დღის შემდეგ მომთხოვეს მიმეწერა ის რაც ჩამოვთვალე.
იდეაში ინგლისურად როგორ მეთარგმნა, მაგალითად : კევინ კოხის უნივერსიტეტი?
ჯანდაბას, მომცეს ნომერი სადაც უნდა მიმეწერა.
ვიფიქრე მიწერას მოდი დავურეკავ, რას ითხოვენ ვერც მივხვდი მეთქი.
ვრეკავ…
– ხოოო დაააა? – პასუხი.
მე : (მეთქი) გამარჯობა, (რავი) თქვენთან ავიცერი მეორედ და ესა და ეს პრობლემა შექმნილა მეთქი.
– სააად რეკავ ჩემი ძმა??? (ამ ტონით)
მე : გულში ვფიქრობ, ვისი ნომერი მომცეს? და თან ვემზადები ნახალოვკურების ჩასართავად..
– მაგათ არ ჰქონდათ ჩემი ნომრის მოცემის უფლება, შენიშვნას მივცემ ეხლა მაგაზე, შენ დამელოდე. გათიშა
მე – ველოდე რამდენიმე დღე, თან ვფიქრობდი დავურეკო ისევ ამას თუ არა მეთქი, მანამდე სარკესთან ვვარჯიშობი (ბლატაობებს) შემდეგ ისევ დავრეკე, გადამამისამართეს სხვაგან, შემდეგ კიდევ სხვაგან, შემდეგ კიდევ სხვაგან და ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მოვხვდი.
ჯანდაცვის სამინისტრომ, მეილზე მოიწერეო.
მივიწერე, 3 დღის მერე გამომიგზავნეს განცხადების ფორმა (სკოლაში რაღაცას რომ დააშავებდი და განცხადებას გაწერინებდნენ, დიდი ასოებით გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა, აი აი ეგ ფორმატი) ჯანდაბას მეთქი, დავწერე ეს განცხადება, თან დავურთე დოკუმენტები რომ ნამდვილად ავიცერი.
2 დღის მერე მომივიდა შეტყობინება რომ განცხადება განხილვის პროცესშია.
მას შემდეგ გავიდა 4 კვირაზე მეტი. პასუხი არალი..
თავი მეორე “ტრაგედია”
დღეს ვიფიქრე მამაჩემს გავახარებ, ახალ ტელევიზორს ვუყიდითქო, მივედი, ენთუზიითა და დაკვირვებით, შევარჩიე მოდელი, შემდეგ მივედი განვადების ოფიცერთან..
მომივიდა უარი, შემდეგ სხვა ბანკის ოფიცერთნ, იქაც უარი..
შემდეგ ერთერთ ფილიალს მივაკითხე, (ხოარ აღაჟღაჟებთ ამათ) განწყობითა და კითხვებით.
ის გოგო კარგი გოგო იყო ნამდვილად ვინც ამიხსნა და განმანათლა რომ თურმე, საქართველოში არსებული ბანკები, არაქართულ კომპანიებთან, რომლებიც არ თანამშრომლობენ ამ ბანკებთან თუმცა მიუხედავად ამისა ხელფასს რიცხავენ ქართულ ბარათზე ამავე ბანკებში, მითითებით (ხელფასი) არ აღიქვამენ როგორც ხელფასს.
გამოიმასვქნდი და რათქმაუნდა ტელევიზორიც არალი.
მოკლედ ის გარემოება რომ სპარში კონსულტანტი ცუდად გემსახურებათ, ტაქსის მძღოლი სექსუალურად გავიწროვებთ, ტანსაცმლის ან ნებისმიერი სეგმენტის დილერი (გაგდებთ) თაღლითობს, სახელოვან მაღაზიაში ნაყიდი ადიბასები ორ დღეში იხევა, მეტროში ყველაფერი ზეთიანია, ყვითელი მიკრო-ავტობუსის მძღოლს, (მარშუტკა) ისე დაყავს თითქოს მგზავრები ახალციხის კარტოფილები იყვნენ და სხვა მრავალი პრობლემა რაც გვაქვს, ყველაფერი მოდის ზევიდან.
ზ ე ი დ ა ნ.”
კომენტარები