სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთხელ წავედი ტყეში სოკოზე, დავინახე ჭა, დავჯექი ველოსიპედზე, ლიფტი გაჩერდა მეშვიდე სართულზე, დავქოქე მოტოციკლეტი და ავტობუსის კონტროლიორი მეუბნება: – ბიძია დამითმე ადგილიო.. მე ვუთხარი – არ ვეწევითქო, დაიწყო ბავშვმა ტირილი, არ დავიბენი და პავაროტნიკები ჩავრთე, – ვაიმე ზურგი!, ვაიმე ზურგიო – დაიწყო იმ ქალმა ფეხის გულის ფხანა, მეთქი ეს გიჟი ხო არაა? ამოვედი მეტროდან, ვხედავ 150 ნომერი მარშუტკა დგას, – ლურჯი ვინსტონი და 17 ხინკალითქო. მომცა კარაქი და შპროტი, გავრბივარ ამ სმეტანით და კოკა-კოლათი და დამეწია სახანძრო – 35 თეთრი ხურდა დაგრჩათო, ავიღე ის 2 კილო ვაშლი და წავიღე ბაზარში გასაყიდად, დავალაგე დახლზე ბადრიჯანი, მოვარდა ვიღაც ბებო და რაც იყო ყველა ბანანი იყიდა, და მეუბნება ქაღალდში გამიხვიეო, მეთქი როგორ გავუხვიო 16 საზამთრო .. ავიღე სოკო და წავედი სახლში..
რა უცნაური გემოს სოკო იყო…”
კომენტარები