ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ექთნის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე “ღამის კურიერში” ამბობს:
“რაც კოვიდვაქცინა დაიწყო ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტი არ ყოფილა. ეს პირველი ფაქტია, რომელიც საქართველოში მოხდა.
მე ვხვდები, რომ ქართველი ექიმები არიან გამოცდილები და მათ იციან, თუ როგორ უნდა იმართოს ანაფილაქსიური შოკი. ერთადერთი მიზეზი ალბათ, შეიძლება იყოს, რაღაც მომენტში შეიძლება ისინი დაიბნენ და ვერ მიხვდნენ, რომ ანაფილაქსიური შოკი ვითარდებოდა. უბრალოდ, უფრო გვიან დაიწყეს იმ ღონისძიების განხორცილება, რომელიც საჭირო იყო, რამაც მიიყვანა სავალალო მდგომარეობამდე. იმიტომ რომ, როდესაც ანაფილაქსია ვითარდება, ყოველ წამს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება მოხდა ის, რომ ეს ყველაფერი დაგვიანებით განხორციელდა და სამწუხაროდ, დაგვხვდა ასეთი შედეგი.
ბევრი ანაფილაქსიის შემთხვევები დაფიქსირდა ვაქცინაციის დროს, მაგრამ გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა”
წყარო – თაიმერი
კომენტარები