ისრაელში მომავალი კვირიდან 3 წელს გადაცილებულ ყველა ბავშვს, რომლებიც სკოლებში, საცურაო აუზებში, სასტუმროებსა და სპორტულ დარბაზებში სიარულს აპირებენ, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მოსთხოვს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის თქმით, ბავშვებისთვის ტესტების ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვაქცინაციის “ბუსტერ” დოზისთვის ასაკობრივი ცენზის დაწევის შესაძლებლობას განიხილავს.
შეგახსენებთ, ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ პირებს უკეთებენ.
კომენტარები