მოაწერს თუ არა ხელს „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმებას, ეს დამოკიდებული იქნება დოკუმენტის ისეთ შინაარსზე, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჩვენი პარტია ბოლომდე გაითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების პოზიციას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს ის ფუნდამენტური საკითხები, რაც ჩვენ გვაწუხებს. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად იქნება მიღწეული შეთანხმება. ადრე ვთქვი, რომ შეთანხმება იქნება მარტის ბოლომდე, თუმცა იმედი მაქვს, რომ მანამდე მივაღწევთ კონსენსუსს“, – განაცხადა ვაშაძემ.
კომენტარები